იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

29 ნოემბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. ასევე, კანონპროექტის თანახმად, ხდება მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების უფრო ფართოდ განმარტება.

კომიტეტის სხდომაზე რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირეს.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა , 2019 წლის 29 ნოემბერი