იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

06 დეკემბერი 2017
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტთა პაკეტი განიხილა მეორე მოსმენით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ კომიტეტის წევრებთან ერთად მუხლობრივად განიხილა პაკეტში შემავალი თითოეული კანონპროექტი. მომხსენებლის განმარტებით, გათვალისწინებულია პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები სამინისტროების სახელწოდებებთან დაკავშირებით, ასევე, პირველ მოსმენაზე დაფიქსირებული შენიშვნების გათვალისწინებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მეორე მუხლს დაემატა 13 პუნქტი, სადაც გაწერილია ვალდებულებები და დავალებები სამნისტროების და მთავრობის მიმართ.

დეტალურად განიხილეს ყველა შენიშვნა რომელთა შესაბამისად ძირითადად ტექნიკურად გასწორდა დოკუმენტებში წარმოდგენილი ფორმულირებები.

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი ხვალინდელ, 7 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 6 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 6 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 6 დეკემბერი