იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

29 ნოემბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმასახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა.

ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი საზოგადოებრივი ინტერესებიდან, რათა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მათ ნაკლები ბიუროკრატიით მიეცეთ მიწის რეგისტრაციის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
 
წარმოდგენილი კანონპროექტით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. ასევე, კანონპროექტის თანახმად, ხდება მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების უფრო ფართოდ განმარტება.
საკითხი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვისთვის, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომლის გაზიარებაზეც მომხსენებელმა მზაობა გამოხატა, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირეს.

ამ კანონით უფრო გამარტივებული ფორმით არის წარმოდგენილი მიწის რეგისტრაცია და ლეგალიზება. ჩვენი ამოცანა და ინტერესია, რომ სწორედ ისეთი დახვეწილი პროექტი მივიღოთ, რომელიც ერთი მხრივ, სამართლებრივად იქნება აბსოლუტურად გამართული. არის რამდენიმე საკითხი, რაზეც ჩვენ მსჯელობას გავაგრძელებთ და პლენარულ სხდომაზე, უკვე საბოლოო ფორმულირება იქნება წარმოდგენილი. მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის კომფორტულად ხელმისაწვდომი, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, გამარტივებული წესით მათი უფლების რეგისტრირების შესაძლებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 29 მოემბერი