იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია

31 დეკემბერი 2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე  აირჩია.

გედევან ფოფხაძეს მეორე ტურში მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურები წარადგინა.

დასახელებული იყო სამი კანდიდატურა: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. ვინაიდან, პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, გაიმართა მეორე ტური, სადაც გედევან ფოფხაძეს მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილს - კომიტეტის ორმა წევრმა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც არჩეული იქნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იგი თავის განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.

ეკა ბესელიამ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ 27 დეკემბერს გააკეთა.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია, 2018 წლის 31 დეკემბერი