იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ზაზა თავაძეს მოუსმინა

10 ოქტომბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ზაზა თავაძეს მოუსმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, ზაზა თავაძეს მოუსმინა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ზაზა თავაძის ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო. ზაზა თავაძეს სპეციალობით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2008–2010 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2010–2016 წლებში - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2016 წლიდან დღემდე არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

დადგენილი პროცედურის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართა.

„მზად ვარ ნებისმიერ შეკითხვას გავცე ამომწურავი პასუხი და ველოდები, რომ პროცესი იქნება ნაყოფიერი და კონსტრუქციული. ასევე, ვუერთდები ჩემი კოლეგების შეფასებას ამ პროცესთან დაკავშირებით. ეს არის მართლაც უპრეცედენტო პროცესი, როდესაც თქვენ, უშუალო დემოკრატიის წარმომადგნელები ირჩევთ არა უშუალო დემოკრატიის წარმომადგენლობის პირებს, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან დასმული შეკითხვები შეეხებოდა: მის უმაღლეს განათლებას, ქონებრივ დეკლარაციას, იუსტიციის სამინისტროში სამუშაო გამოცდილებას, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმიანობის პერიოდში გამოტანილ გადაწყვეტილებებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მთავარ კრიტერიუმებს, კონსტიტუციის ახალ რედაქციას და მის ცალკეულ მუხლებს, უვადო მოსამართლეობის გამოწვევებს, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებს.

სხდომის მონაწილეები დაინტერესდნენ კანდიდატის მოსაზრებებით და შეფასებებით სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის: 2003 - 2012 წლებში ქვეყნაში არსებულ მმართველობის ფორმებზე, მოსამართლის საქმიანობაში მედიის შესაძლო გავლენაზე, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე, პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმის სამართლიანობასა და კანონიერებაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ზაზა თავაძესთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობდნენ: საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების და ოპოზიციური ფრაქციების წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე, სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენლები.

ზაზა თავაძემ მოქალაქის შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც კანდიდატს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამერიკული მოდელის მიხედვით მიმდინარეობს. პროცესს მონიტორინგს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა უწევს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, ვლადიმერ კაკაბაძეს ხვალ მოუსმენს.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ზაზა თავაძეს მოუსმინა, 2019 წლის 10 ოქტომბერი