იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ალექსანდრე წულაძეს მოუსმინა

07 ნოემბერი 2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ალექსანდრე წულაძეს მოუსმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-19 კანდიდატს, ალექსანდრე წულაძეს მოუსმინა. 

„ჩვენ ხვალ მოვუსმენთ მე-20 კანდიდატს და ამით დავასრულებთ, ძალიან მნიშვნელოვან საკომიტეტო მოსმენების პროცესს, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს ჰქონოდათ მაქსიმალური წვდომა გასაუბრების პროცესთან, ეწარმოებინათ მონიტორინგი და დაინტერესებული სუბიექტები უშუალოდ ყოფილიყვნენ ჩართული ამ პროცესში ისე, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიის მანძილზე. ეს არის ჩვენი მონაპოვარი. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის დამსახურებაა, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ ჩვენ შევძელით და შევქმენით ასეთი პროცესი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო.

ალექსანდრე წულაძეს სპეციალობით მუშაობის თითქმის, 12 წლიანი გამოცდილება აქვს. 2008 იანვრიდან 2009 აგვისტომდე იგი იყო იურისტი საადვოკატო ბიუროში „გაბუნია და პარტნიორები“.

ალექსანდრე წულაძე: 2011 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში და საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში. 2017 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არის იურიდიული კომპანია CLL Law Firm პარტნიორი.

დადგენილი პროცედურის თანახმად, ალექსანდრე წულაძემ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ყველა ორგანიზაციას და ადამიანს, ვინც ამ ისტორიულ პროცესში წვლილი შეიტანა. თქვენს წინაშე ვდგავარ, ვინაიდან მჯერა, რომ ჩემი ცოდნით და გამოცდილებით შევძლებ წვლილი შევიტანო სამართლის განმარტების გზით ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ალექსანდრე წულაძეს მოუსმინა, 2019 წლის 7 ნოემბერი