პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აცხადებს კონკურსს

22 ნოემბერი 2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და  უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს

კ ო ნ კ უ რ ს ს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ცხადდება კონკურსი კამპანიის ფარგლებში - „პარლამენტი შენი მეგობარი“ - სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

კონკურსანტებმა უნდა მოამზადონ საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა ნებისმიერ თემაზე და საინტერესო კანონპროექტი. 

კონკურსი გაიმართება მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.

საკონკურსო კომისია 20 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე შეარჩევს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომელთა დაჯილდოება ც გაიმართება საქართველოს პარლამენტში.

კონკურსის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF).

საკონკურსო მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

ლევან მჭედელაძე: lmchedeladze@parliament.ge
☎ 555960507
ქეთევან ჯაფარიძეkjaparidze@parliament.ge
☎: 599287777