empty

11 ოქტომბერი


რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

2018 წლის 11 ოქტომბერი, 12:00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2020 წლებისთვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტები „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/256; 01.10.2018) (სავალდებულო) (წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (პასუხისმგებელი პირები: რ. გელანტია, რ. ხიზანიშვილი, გ. დოლიშვილი, მ. გოგებაშვილი, თ. კალანდარიშვილი);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე, ცოტნე ყავლაშვილი და ნიკოლოზ გაგუა - ფინანსთა მინისტრის მოადგილეები;
თანამომხსენებელი: მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (ფაზა 2) სასესხო ხელშეკრულება (07-2/253; 13.09.2018) (სავალდებულო) (წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. გელანტია, გ. დოლიშვილი);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი - ფინანსთა მინისტრის მოადგილეები;
თანამომხსენებელი: მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „იაპონის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (ფაზა 2) თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული ხელშეკრულება (07-2/252; 13.09.2018) (სავალდებულო) (წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. გელანტია, გ. დოლიშვილი);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი - ფინანსთა მინისტრის მოადგილეები;

4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო ხელშეკრულების (აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალანირების პროგრამა, საქართველო)“ თაობაზე (07-2/262; 05.10.2018) (სავალდებულო) (წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (პასუხისმგებლები კომიტეტიდან: რ. გელანტია, გ. დოლიშვილი)
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი - ფინანსთა მინისტრის მოადგილეები.

მიმაგრებული დოკუმენტები