empty

2 ივლისი


რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

2019 წლის 2 ივლისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძის და გრიგოლ მიქელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/374; 19.06.2019) (დაჩქარებული წესით) (პირველი მოსმენა) (სავალდებულო) (წამყვანი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი) (ვადები 28.06-17.09) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. ხიზანიშვილი, მ. გოგებაშვილი);
მომხსენებლები: სულხან მახათაძე და გრიგოლ მიქელაძე - საქართველოს პარლამენტის წევრები;

2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ“ (კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია) (07-3/220; 12.09.2018) (მესამე მოსმენა) (წამყვანი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი) (პასუხისმგებელი პირი კომიტეტიდან: მ. გოგებაშვილი);
მომხსენებლები: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია - საქართველოს პარლამენტის წევრები;

3. საქართველოს პარლამენტის წევრების: მარიამ ჯაშის, გურამ მაჭარაშვილის, კარლო კოპალიანის, სვეტლანა კუდბას, შოთა ხაბარელის და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/359; 04.06.2019) (I მოსმენა) (სავალდებულო) (წამყვანი - განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: თ. კალანდარიშვილი, მ. გოგებაშვილი);
მომხსენებლები: მარიამ ჯაში, გურამ მაჭარაშვილი, კარლო კოპალიანი - საქართველოს პარლამენტის წევრები;

4. საქართველოს პარლამენტის წევრის ოთარ კახიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/310; 20.03.2019) (I მოსმენა) (სავალდებულო) (წამყვანი) (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. გელანტია, რ. ხიზანიშვილი);
მომხსენებელი: ოთარ კახიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;

5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/330; 05.04.2019) გადაიწია 29.05-19.06) (პირველი მოსმენა) (სავალდებულო) (წამყვანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი)(პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, დ. ხავთასი);
მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/332; 05.04.2019) (გადაიწია 29.05-19.06) (I მოსმენა) (სავალდებულო) (წამყვანი - გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, დ. ხავთასი);
მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/353; 28.05.2019) (პირველი მოსმენა) (სავალდებულო) (წამყვანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, დ. ხავთასი); 
მომხსენებლები: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თომა დეკანოიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე;

8 საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნით შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერი ოთხი“ (07-2/365; 14.06.2019) (სავალდებულო) (წამყვანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (ვადა 18.06-10.09.19) (პასუხისმგებელი - პირები კომიტეტიდან: გ. დოლიშვილი);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები.

მიმაგრებული დოკუმენტები