empty

22 ოქტომბერი


რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

2019 წლის 22 ოქტომბერი, 15:00 საათი
დაბა შუახევი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
(თამარ მეფის ქუჩა N30)

დღის წესრიგი

1. საქართველოს კანონის პროექტის განხილვა:
1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/363; 11.06.19) (სავალდებულო) (პასუხისმგებელი პირი კომიტეტიდან: მ. გოგებაშვილი, თ. კალანდარიშვილი);
მომხენებელი: ვლადიმერ მგალობლიშვილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;

2. მიმოხილვითი ინფორმაცია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის“ და საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. სამართლებრივი ხასიათის საჭიროებები და გამოწვევები, კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხები;
მომხსენებლები: მერაბ ქვარაია - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 
დავით გაბაიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები;

3. აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები;

3.1. აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების სოფლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია;
3.2. განათლებისა და კულტურის ობიექტების (შუახევის კულტურის სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია) მშენებლობა;
3.3. აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლების წყალმომარაგება;
3.4. სოფლებში მერის წარმომადგენლების, ბაგა-ბაღების აღმზრდელების და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ანაზღაურების პრობლემები;
3.5. ხულოსა და შუახევის მთებში მოსახლეობის ელექტროფიკაცია, მაღალმთიან სოფლებში მობილური კავშირის გაუმჯობესება და გაზიფიცირება;
3.6. ქონების გადასახადის დეფიციტის შევსება (ხულო-შუახევი- 5მლნ ლარი);
3.7. „ხულო-ადიგენის“ საავტომობილო გზის მშენებლობა (ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანიის „ტოდინი“-ს წარმომადგენლის მოწვევა);
3.8. „გოდერძი-ბეშუმის“ გზის დარჩენილი 1,5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულება;
3.9. „სხალთა-ხიხაძირის“ 6,8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია;
3.10. „ხულო-შუახევი-ქედა-ბათუმის“ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
მომხსენებლები: ილია ნაკაშიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
მზია გიორგობიანი
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
ნიკოლოზ როსებაშვილი - ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
ეკატერინე გალდავა - შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი;
გიორგი წერეთელი - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
ჯაბა სირბილაძე - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მ.გ.ფ) დირექტორის მოადგილე;
დავით თვალაბეიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
დავით შარიქაძე - ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
გია კაპანაძე - გაზიფიკაციის სამსახურის უფროსი- შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“;
თეიმურაზ ბედინაძე - სს „აჭარის წყლის“ ალიანსის დირექტორი;
მუხრან კაკაბაძე - აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი;

4. ღონისძიებები საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის:

4.1 ღონისძიებები კომიტეტის წევრების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა და მონაწილეობით:
4.2. შეხვედრა პარლამენტის მაჟორიტარი წევრების (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან), სამოქალაქო საზოგადოების და მოსახლეობის წარმომადგენლების მონაწილეობით (პრობლემები, ადგილობრივი საჭიროებები, გამოწვევები);
4.3. მიმდინარე მნიშვნელოვანი (რეგიონისა და მუნიციპალიტეტებისთვის) რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის ადგილზე დათვალიერება. რეგიონის ერთი-ორი ღირსშესანიშნაობის მონახულება (სასურველია ტურიზმის განვითარების პერსპექტივის მქონე).
4.4. კომიტეტის თავმჯდომარის და კომიტეტის წევრების ბლიც-შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან მათ შორის ადგილობრივ ტელეკომპანიაში.

მიმაგრებული დოკუმენტები