კვიპროსის მთავრობის და კვიპროსის ეკლესიის მთავარეპისკოპოს ხრიზოსტომოს II-ის გადაწყვეტილებით საქართველოს, კვიპროსის რესპუბლიკაში სამონასტრო მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადმოეცა

12 იანვარი 2018
კვიპროსის მთავრობის და კვიპროსის ეკლესიის მთავარეპისკოპოს ხრიზოსტომოს II-ის გადაწყვეტილებით საქართველოს, კვიპროსის რესპუბლიკაში სამონასტრო მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადმოეცა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლობითი შეხვედრა გაიმართა, სადაც კვიპროსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე საბა გიგიბერია და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი კვიპროსის რესპუბლიკაში დეკანოზი ზაქარია ფერაძე მონაწილეობდნენ. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კვიპროსის რესპუბლიკაში, კვიპროსის ეკლესიისა და კვიპროსის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, საქართველოს 12 595 კვ.მ მიწის ფართობი უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადმოეცა, სადაც ევროპაში ყველაზე მასშტაბური ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება.

დიალოგი მხარეებს შორის აღნიშნული ქონების საქართველოს მხარისათვის საჩუქრად გადმოცემის თაობაზე რამოდენიმე წელი მიმდინარეობდა და დოკუმენტს კვიპროსის მხარემ 2018 წლის 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღეზე მოაწერა ხელი.

„კვიპროსთან საქართველოს კავშირები გულისხმობს ძლიერ ისტორიას. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს ძლიერი კავშირები ცოცხლდება და ახალ ენერგიას იძენს. კვიპროსის რესპუბლიკასთან ჩვენი კავშირები, მით უფრო ამ ნიადაგზე კიდევ უფრო ძლიერს გახდის ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.

„ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც გამონაკლისის სახით საქართველოს საკუთრებაში ახალი 13 000 მ² მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადმოეცა. ამასთან, კვიპროსის სახელმწიფომ ქართული ეკლესია ზემოაღნიშნული ქონების გადასახადისგან გაათავისუფლა“, - აღნიშნა შეხვედრაზე ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბა გიგიბერიამ.

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის კვიპროსის რესპუბლიკაში დეკანოზ ზაქარია ფერაძის განმარტებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეკლესიას ექნება სრული იურისდიქცია.

„კვიპროსის ეკლესიისა და კვიპროს მთავრობის საბჭოს გადაწყვეტილებით, აშენდება დიდი ქართული სამონასტრო კომპლექსი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეკლესიას ექნება სრული იურისდიქცია“, - განაცხადა ზაქარია ფერაძემ და ამ საქმეში კვიპროსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რევაზ ლომინაძის დიდი წვლილი აღნიშნა. 

„გვსურს საგანგებოდ აღვნიშნოთ კვიპროსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ რევაზ ლომინაძის განსაკუთრებული როლი დიპლომატიურ საქმიანობაში და მადლობას ვუხდით მას საქართველო-კვიპროსის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის. აღსანიშნავია მისი დიდი დამსახურება საქართველოსთვის კვიპროსის მხრიდან ზემოხსენებული ქონების გადაცემის პროცესში. ცხადია, რთული იქნებოდა ასეთი შედეგის მიღება, რომ არა ქართველი დიპლომატის განსაკუთრებული ყურადღება კვიპროსში ისტორიული ქართული კერებისადმი და ქართული სათვისტომოსადმი“, - განაცხადა დეკანოზმა ზაქარია ფერაძემ.

„ამ ფაქტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ კვიპროსის ეკლესია და მთავრობა ერთად, სრულ სინქრონში მუშაობდნენ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავალი თაობისთვის არა მხოლოდ საქართველო-კვიპროსის ურთიერთობებისთვის, არამედ ქართველი ერის საგანმანათლებლო ფუნქციის აღდგენის დასაბამისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.

„ჩვენ ამაყი ვართ იმით, რაც ვნახეთ თუ რაოდენ შემართებით, თავდადებით და შედეგობრივი თვალსაზრისით წარმატებით მოღვაწეობს როგორც ჩვენი საეკლესიო წარმომადგენლობა ასევე, სახელმწიფო წარმომადგენლობა კვიპროსში. ეს არის გზა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას როგორც პატრიოტული თვითშეგნების ამაღლების კუთხით ასევე, ჩვენი კულტურისა და სულიერების კიდევ უფრო მეტად გაძლიერების თვალსაზრისით“, - აღნიშნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს და სასულიერო პირებს ამ საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

გალერეა

  • კვიპროსის მთავრობის და კვიპროსის ეკლესიის მთავარეპისკოპოს ხრიზოსტომოს II-ის გადაწყვეტილებით საქართველოს, კვიპროსის რესპუბლიკაში სამონასტრო მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადმოეცა, 2018 წლის 12 იანვარი