რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

20 აპრილი 2017
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც იმ სუბიექტთა წრის განსაზღვრა ხდება, რომლებიც გამგებლის ან მერის მოვალეობას შეასრულებენ იმ შემთხვევაში თუ გამგებელს ან მერს პირველი მოადგილე არ ეყოლება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის და კომიტეტის წევრის, კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი, კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ცვლილების თანახმად, გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მის მოვალეობას უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალ არჩევამდე გამგებლის/მერის პირველი მოადგილე შეასრულებს. იმ შემთხვევაში კი, თუ პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის, უფლებამოსილებას გამგებლის/მერის მოადგილე ასრულებს. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება პირველი მოადგილის ან მოადგილის არ არსებობის შემთხვევასაც განიხილავს, რომლის მიხედვითაც გამგებლის/მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი გამგებლის/მერის არჩევამდე, მის მოვალეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს.

კომიტეტის წევრებმა I მოსმენით მოიწონეს წარმოდგენილი ცვლილება და მხარი დაუჭირეს მის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი