რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა

23 მაისი 2019
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა

რეგინული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ქალაქ ამბროლაურში გასვლითი საკომიტეტო მოსმენა გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხები და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებული გამოწვევები განიხილეს.

სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და კომიტეტის გასვლითი სხდომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მანვე დამსწრე საზოგადოებას, ორი დღის წინ, წყალტუბოში გამართული სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად, ფორუმზე რეგიონების ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

პოლიტიკის ფორმირებას უკავშირდება დღევანდელი სხდომაც. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს პოლიტიკის შემუშავება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ყველა სუბიექტის მონაწილეობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ეს პოლიტიკა იყოს მდგრადი, ყველასთან შეთანხმებული, ყველას აზრი მოსმენილი, იმიტომ რომ პოლიტიკას საკანონმდებლო ორგანო ამუშავებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკის შემუშავების პროცესში ერთობლივად ვიმუშაოთ და რეგიონებში, ადგილებზე გავმართოთ დისკუსიები“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ამბროლაურში კომიტეტის გასვლითი სხდომის გამართვისთვის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ კომიტეტს და მის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს და რეგიონისთვის მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ კომიტეტის გასვლითი სხდომა კანონშემოქმედებითი სამუშაოთი დაიწყო.

კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს მეორე მოსმენით, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი წარუდგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტი კოდექსის საქართველოს კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის მიზნით მომზადდა მასში ასახულია სუბსიდიარობის და თანაზომიერების პრინციპები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა კი მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მიერ მონაწილეობის მიღების უფლების თაობაზე“ დამატებითი ოქმი წარადგინა. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი დოკუმენტი ცნობილია როგორც ულტრეხტის ოქმი და დოკუმენტის რატიფიცირება და საქართველოს მასთან მიერთება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იგი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაშ მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ულტრეხტის ოქმთან როგორც მნიშვნელოვან ევროპულ დოკუმენტთან მიერთება მისი ინიციატივაა და ის მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

კომიტეტის გასვლით სხდომაზე კომიტეტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და დეცენტრალიზაციის პროცესი საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება და ღიად არის დაწყებული საუბარი რეფორმაზე, რომლის მიზანსაც ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესის გზით, ადგილობრივ დონეზე ეფექტური, ქმედუნარიანი და განვითარებადი მმართველობის მიღწევა წარმოადგენს. კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივ დონეებზე მოქალაქეთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიზნით მომზადებულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა და ამ კუთხით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, ელექტრონული მმართველობის და ანგარიშვალდებულების საკითხები გამოყო.

კომიტეტის სხდომა ინტერაქტიულ რეჟიმში ინფორმაციების გაცნობით გაგრძელდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა 2018-2019 წლებში რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და მათი მნიშვნელობა მიმოიხილა. საკითხის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა.

გალერეა

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა, 2019 წლის 23 მაისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა, 2019 წლის 23 მაისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა, 2019 წლის 23 მაისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა, 2019 წლის 23 მაისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა, 2019 წლის 23 მაისი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა, 2019 წლის 23 მაისი