საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების 100 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტში გაიმართა გენერალური ფორუმი: „საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“

07 დეკემბერი 2018
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების 100 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტში გაიმართა გენერალური ფორუმი: „საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს მასპინძლობს.

ღონისძიების ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის 120-ზე მეტი წარმომადგენელი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობას განიხილავს. ინსტიტუციური დიალოგის მესამე ფორუმი, რომელიც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით იმართება, კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

დღეს საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს, რომლის მთავარ თემას დეცენტრალიზაციის რეფორმა წარმოადგენს, ხოლო საკუთრივ ფორუმი კი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების 100 წლისთავს და პოსტსაბჭოთა პერიოდში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 20 წლისთავს ეძღვნება. 100 წლის წინ ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და ეს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი ქართველი ხალხის ნებასთან ერთად რეფორმების გატარების და განხორციელების მზადყოფნას ეფუძნებოდა. დღეს ჩვენ კვლავ ვიკრიბებით დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის შენობაში და ჩვენს წინაშე კვლავ დგას რეფორმების განხორციელების აუცილებლობა. სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მაღალი დონის საკონსულტაციო მექანიზმი გახლავთ შესაძლებლობა იმისა, რომ ერთ სივრცეში ვიმსჯელოთ თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე. ჩვენ გვაქვს ძალიან ხელსაყრელი შესაძლებლობა სიღრმისეულად გავიაზროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასე ღირებულია ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის და ჩვენი თვითმმართველობებისთვის. ყველა საკითხი რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონებისთვის თავს იყრის ერთი ტერმინის ქვეშ და ეს გახლავთ - დეცენტრალიზაცია. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა ჩვენი ხელისუფლების გეგმებში არსებულ რეფორმათა შორის, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონების თანაბარი განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

გენერალური ფორუმის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რომელმაც თვითმმართველობის გაძლიერების და დეცენტრალიზაციის პროცესში პარლამენტის როლსა და მის ჩართულობაზე ისაუბრა.

პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც დეცენტრალიზაციასთან და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მან დამსწრეებს შეახსენა, რომ მაშინდელი თვითმმართველობა ილია ჭავჭავაძის იდეებს ეფუძნებოდა, რომელიც ამ ინსტიტუტის ერთერთი უმთავრესი ქომაგი იყო. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის განვითარება 2004 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიკაციის მომენტიდან დაიწყო და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიების შესახებ პირველი ნორმები 2010 წელს, საქართველოს კონსტიტუციაში აისახა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე გაამახვილა, სადაც, მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები კიდევ უფრო მკაფიო და ქმედითი გახდა. „დღევანდელ კონსტიტუციაში ასახულია სუბსიდიარობის პრინციპი, ასახულია ყველა ის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება განვითარებული, ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხების კონსტიტუციის დონეზე მოწესრიგება საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის განვითარებისთვის პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას. 

ამისთვის არის პირველ რიგში, საჭირო, მკაფიო ხედვის არსებობა, დეცენტრალიზაციის სტარტეგიის არსებობა და მოხარული ვარ, რომ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს მთავრობა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რა თქმა უნდა, პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში. ამ სტრატეგიის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დეცენტრალიზაციის განხორციელება, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილებისა და მეტი რესურსების გადაცემას და რა თქმა უნდა, ეს რეფორმა წარმატებული ვერ იქნება, თუ არ განხორციელდა შესაბამისი ინსტიტუციური რეფორმები და თუ არ გაძლიერდა ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური რესურსები. აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული ჩვენგანის საქმიანობა და ძალისხმევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვითმმართველობის უმთავრესი პრინციპი მოქალაქეთა ჩართულობაშია და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ჩართულობის მექანიზმების დახვეწას უნდა დაეთმოს. მისი განცხადებით, ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე პარლამენტი მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს. 

თვითმმართველობა არაფერია, თუ არ არის უზრუნველყოფილი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა თვითმმართველობის, ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ამ ჩართულობის მექანიზმების დახვეწას და დღეს პარლამენტი, მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ასეთი ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეების მაქსიმალურად აქტიურ ჩართულობაზე ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

ცენტრალურ და ადგილობრივ თვითმმართველობის დონეებს შორის უფლებამოსილების და შესაბამისი რესურსების გადანაწილების მნიშვნელობაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ

მისასალმებელია, რომ დღეს პარლამენტი მასპინძლობს მნიშვნელოვან ფორუმს, რომლის მიზანია, დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის განვითარებისა და მმართველობითი სისტემის სრულყოფის პროცესის ხელშეწყობა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოში და ქართულ დემოკრატიაში თვითმმართველობას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა და განსაკუთრებულია, რომ დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის აგებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, ამავე დროს, ქმნის ისეთ პირობებს, რომ სწორედ თავისუფალ მოქალაქეთა ნებას ემყარებოდეს როგორც საერთო ეროვნული, ისე რეგიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა. ჩვენი მთავრობის ამოცანა და მიზანია, საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება, სრულფასოვანი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება. ეს კი შეუძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში, რადგან სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ვერ პასუხობენ ადგილზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებს შორის. შესაბამისად, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა მნიშვნელოვანია და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლავთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამ ძირითად მიმართულებაზე და თვითმმართველობის უფლებამოსილების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და უნფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა

ყველანი ვთანხმდებით, რომ თვითმმართველობა ძლიერია მაშინ, როდესაც მას მოქალაქე ენდობა და მაშინ როდესაც თვითმმართველობას მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტის უნარი აქვს, მაგრამ პრობლემების გადაჭრის გარდა, ჩვენ ისეთი თვითმმართველობის შექმნა გვინდა, რომელიც პირველ რიგში, ორიენტირებული იქნება დასახლებებისა და რეგიონების განვითარებაზე და მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზე, მათი შესაძლებლობების განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილებები გაფართოვდეს და ადგილზე იმართებოდეს საჯარო საქმის დიდი ნაწილი, ხოლო გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს უფრო სწრაფად და ეფექტიანად. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მეორე სფერო არის ფისკალური დეცენტრალიზაცია. აქ თვითმმართველობას მეტი საქმის გასაკეთებლად მეტი ფინანსური რესურსი და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტები და შესაძლებლობები სჭირდება. მესამე ეს არის კარგი მმართველობა - თვითმმართველობა გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების ყველა პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს, ასევე უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა ქმედით და აქტიურ ჩართულობას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმის მონაწილეებს თბილისის მერი, კახა კალაძე მიესალმა. მისი განცხადებით, მკვეთრად გაიზარდა მოქალაქეების ცნობიერება და დღეს ისინი აქტიურად იზიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობასაც და ქალაქის საკეთილდღეოდ ზრუნავენ.

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობა და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და პრიორიტეტი სწორედ დეცენტრალიზაციის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკაა. ამაზე ცხადად მეტყველებს უკვე ჩვენ მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები. მათ შორის, აღსანიშნავია 2014 წლიდან დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ ხელისუფლებებს გაცილებით მეტი ძალაუფლება და მეტი ფინანსური რესურსი მიენიჭათ. ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში მერს პირდაპირი წესით, 50%-იანი ბარიერის გადალახვით ირჩევენ, ეს კიდევ უფრო ზრდის არჩეული პირის ლეგიტიმაციას და ხელს უწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას. თუმცა, ნებისმიერი ქალაქის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს სწორედ იქ მცხოვრები ადამიანები და ქალაქის ცხოვრებაში მათი ჩართულობა განაპირობებს. მინდა აღვნიშნო, რომ თბილისელები ყველაზე კარგად გრძნობენ დედაქალაქის გულისცემას, სწორედ ისინი განსაზღვრავენ თუ რა საჭიროებები და პრიორიტეტები დგას ქალაქის, მათი რაიონის, უბნისა და სამეზობლოს წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით მკვეთრად გაიზარდა მოქალაქეების ცნობიერება და დღეს ისინი აქტიურად იზიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობასაც. შესაბამისად, ქალაქის საკეთილდღეოდ ზრუნავენ. მე მივესალმები მოსახლეობის ჩართულობას იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რასაც ვაკეთებთ და დაგეგმილი გვაქვს. ამ ყველაფრის პასუხად მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ შემხვედრ ნაბიჯებს ვდგავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დეცენტრალიზაციის რეფორმირების პროცესში ევროკავშირის მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. მისი განცხადებით, დეცენტრალიზაციის მიზნები გაწერილია ასოცირების დღის წესრიგში და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში. ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ამ მიმართულებით, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობების როლი და ამ კუთხით ქვეყანა დაბალანსებულად, თანაბარი შესაძლებლობებით განვითარდეს. ელჩმა ევროკავშირის მხრიდან უკვე დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით არაერთი ინიციატივის მხარდაჭერა განხორციელდა და რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ევროკავშირი აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ადამ შმიდტის გამოსვლაში ყურადღება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე გამახვილდა. გამომსვლელის განცხადებით, სტრატეგიის შემუშავება სამოქმედო გეგმის მომზადების მყარ საფუძველს წარმოადგენს და სააგენტო მზაობას გამოთქვამს ხელისუფლებას აქტიური მხარდაჭერა და დახმარება გაუწიოს აღნიშნული პროცესის ეფექტურად წარმართვაში. 

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების და დეცენტრალიზაციის პროცესში გაწეული დახმარებების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიგი ბრეგაძემ. მისი განცხადებით, რეფორმირების პროცესში ორგანიზაცია 2005 წლიდან ჩაერთო და პირველ ეტაპზე ეს დახმარება საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაში გამოიხატებოდა. „დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა სრულდება და აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანი ცვლილებების და რეფორმების საფუძველი გახდება“, - აღნიშნა გიგი ბრეგაძემ.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმის გახსნითი ნაწილი ერთობლივი ფოტოს გადაღებით დასრულდა. ღონისძიება კი პანელური დისკუსიებით და გამომსვლელების მოხსენებების გაცნობით გაგრძელდა.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს მასპინძლობს, 2018 წლის 7 დეკემბერი