empty

11 თებერვალი


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

2019 წლის 11 თებერვალი, 12:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზ. 8,
საქართველოს პარლამენტი,
ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი

1. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;

2. კომიტეტის თემატური მომხსენებლების განსაზღვრა;

3. სსიპ საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი;

4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე (07-2/263; 19.10.2018) (სავალდებულო);
მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე;

5. საქართველოს პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიას, პაატა მხეიძის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, ზაქარია ქუცნაშვილის, რატი იონათამიშვილის, გიორგი მოსიძის, გიორგი კოპაძის, დიმიტრი მხეიძის, ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სოციალური მეწარმეობის შესახებ“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/236; 01.11.2018) (სავალდებულო);
მომხსენებელი: პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია;

6. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და “ევროპული საქართველო - რეგიონების" მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (07-3/243; 8.11.2018) (წამყვანი);
მომხსენებელი: პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი;

7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/278; 22.11.2018) (წამყვანი) (II მოსმენა);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ლაშა ხუციშვილი;

8. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/250; 29.11.2018) (სავალდებულო);
მომხსენებელი: პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი.