ირაკლი კოვზანაძე ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

12 მარტი 2019
ირაკლი კოვზანაძე ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გენერალურ დირექტორატში საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელს, მეთიუ ბუსკეტსა და სხვა წევრებს შეხვდა. 

შეხვედრაზე ევროპულ დელეგაციასთან ირაკლი კოვზანაძემ ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები განიხილა.

„დაწვრილებით განვიხილეთ ინდიკატორები, რომლებიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ჩვენმა კომიტეტმა 2019-2021 წლებში უნდა შეასრულოს. მოგეხსნებათ, ევროკავშირი საბიუჯეტო მხარდაჭერის მექანიზმით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს რეფორმების განხორციელებაში. თუმცა, ამისთვის ბენეფიციარმა ქვეყნებმაც გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ, მაგალითად, გამოირჩეოდნენ მყარი მაკროეკონომიკური სტრუქტურით, საჯარო ფინანსების კარგი მართვით, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობითა და კონტროლით“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.