ირაკლი კოვზანაძე ლატვიის ელჩს შეხვდა

13 მარტი 2019
ირაკლი კოვზანაძე ლატვიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა.

შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ უცხოელ დიპლომატს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გარდა ამისა, ისაუბრეს ლატვია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გააქტიურებასა და მის როლზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში.

„ლატვია, ბალტიისპირეთის დანარჩენ რესპუბლიკებთან ერთად, დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ლატვიის, როგორც მსგავსი, პოსტსაბჭოთა წარსულის მქონე ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, ქვეყნის, რომელმაც უზარმაზარი რეფორმებისა და ძალისხმევის წყალობით შეძლო წარმატებულ საბაზრო ეკონომიკად ქცეულიყო“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • ირაკლი კოვზანაძე ლატვიის ელჩს შეხვდა, 2019 წლის 13 მარტი
  • ირაკლი კოვზანაძე ლატვიის ელჩს შეხვდა, 2019 წლის 13 მარტი
  • ირაკლი კოვზანაძე ლატვიის ელჩს შეხვდა, 2019 წლის 13 მარტი