საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება

25 ოქტომბერი 2019

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 17 ოქტომბრის N5187-Iს დადგენილების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისია საქართველოს პარლამენტის სახელით აცხადებს კონკურსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების აუდიტის თაობაზე.

საკონკურსო კომისია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს ოთხ ყველაზე მსხვილ აუდიტორულ ფირმას: „KPMG“-ის, „Deloitte Touche Tohmatsu“-ს, „Ernst & Young“-ს, „PriceWaterhouseCoopers“-ს.

– მომსახურება უნდა განხორციელდეს კონკურსში გამარჯვებულსა და საჯარო სამართლის იურდიული პირის - საპენსიო სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად და აუდიტი დასრულებული უნდა იქნეს არა უგვიანეს შესაბამისი წლის 20 მაისისა;

– აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აუდიტორულმა ფირმამ აუდიტის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით;

– ქართულ ენაზე შედგენილი განაცხადებისა და საკონკურსო წინადადებების მიღება დაიწყება 2019 წლის 25 ოქტომბრის 10 საათიდან და დამთავრდება 2019 წლის 11 ნოემბრის 18:00 საათზე;

– კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 11 ნოემბრიდან არაუგვიანეს 21 ნოემბრისა;

– განაცხადები და საკონკურსო წინადადებები მიიღება ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0105, რუსთაველის გამზ. 8, ტელ: +995 32 2 28 13 15; კონკურსში მონაწილეობის მსურველ დაინტერესებულ პრეტენდენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში (ზემოაღნიშნულ მისამართზე) სამუშაო დღეებში (10 საათიდან 18 საათამდე): ტელ: +995 32 2 28 13 15; საკონტაქტო პირი: ირინა ლომია - ელ.ფოსტა: [email protected], რაულ გოგსაძე [email protected];

– კონკურსში გამოვლენილი იქნება ერთი გამარჯვებული.