საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განსაზღვრა

13 სექტემბერი 2018
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განსაზღვრა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობას, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ წარმოადგინა, მხარი დაუჭირეს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან დეპუტატები: ირაკლი კოვზანაძე, პაატა კვიჟინაძე, რომან გოცირიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გია მიქელაძე, ხათუნა გოგორიშვილი, გოგი მეშველიანი, ბექა ნაცვლიშვილი, ხოლო ეროვნული ბანკიდან - არჩილ მესტვირიშვილი. 

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, დაამტკიცოს კომისია, რომელიც შემდგომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებელ აუდიტორს შეარჩევს. ზოგადად, ეს არის დიდი ოთხეულისგან არჩეული დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია“.

დღესვე კომიტეტმა მესამე მოსმენით გამნიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვით, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები არ დაიბეგრებიან წლის განმავლობაში 3000 ლარამდე მიღებული შემოსავლის შემთხვევაში.

კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონპროექტი გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების მიზეზი გახდა ქვეყანაში ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის არარსებობა, რომელიც დაარეგულირებდა სახელმწიფოში მოქმედი სიმბოლოების ჰერალდიკური თვალსაზრისით გამართული დიზაინის შექმნის, დამტკიცებისა და გამოყენების წესს.

„კანონპროექტის მიღების მიზანია შემუშავდეს ისეთი ერთიანი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად შესაძლებელს გახდის დარეგულირდეს დღესდღეობით არსებული მთელი რიგი ხარვეზები და შეუსაბამობები სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან დამტკიცებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

მეორე თავი ადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოქმედ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებითა და საბჭოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი ან თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. დადგენილია საბჭოსთვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, დასკვნის გაცემის ვადა და პროცედურა. განსაზღვრულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ღონისძიებების ჩატარებისას საბჭოს მონაწილეობის ფორმა. კანონპროექტი არ ეხება სახელმწიფო გერბს, დროშასა და ჰიმნს.

ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღება დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განსაზღვრა, 2018 წლის 13 სექტემბერი