empty

11 თებერვალი


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

2019 წლის 11 თებერვალი, 16:00 სთ.
თბილისი, საქართველოს პარლამენტი;
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი

1. საქართველოს რეგლამენტის 155 მუხლის შესაბამისად დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესასწავლად თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნისა და მომხსენებლის არჩევის საკითხი;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძე;

2. შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)“ გათავისუფლების შესახებ“ (07-2/283; 13.12.2018);

3. რატიფიცირება „2010 წლის 18 თებერვლის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №2 ცვლილების შეთანხმების“ თაობაზე (07-2/284; 13.12.2018);

4. სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ (07-2/286; 13.12.2018);

5. წერილი-შეთანხმება „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3) N2 ცვლილების (07-2/300; 31.12.2018);

6. წერილი-შეთანხმება „2010 წლის 5 აგვისტოს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“ N5 ცვლილების" (07-2/301; 31.12.2018);

7. წერილი-შეთანხმება „2017 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)" N1 ცვლილების" (07-2/298; 31.12.2018);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე;

8. „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 1974 წლის ათენის კონვენციისა“ და „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის კონვენციის 1976 წლის ოქმის“ დენონსირების თაობაზე (07-2/285; 13.12.2018);

9. „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციათან“ შეერთების თაობაზე და საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/287; 13.12.2018);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი; 

10. „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ (07-2/297; 31.12.2018);

11. „საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ (07-2/296; 31.12.2018);

12. „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება (07-2/295; 31.12.2018);
მომხსენებლები: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები გრიგოლ ლილუაშვილი, ნანა ბერიძე;

13. შეთანხმება „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის შესახებ“ შეერთების თაობაზე (07-2/299/9; 31.12.2018);

14. შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ (07-2/304; 21.01.2019); 
მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი.