დიმიტრი ცქიტიშვილი სტუდენტებს შეხვდა

25 აპრილი 2019
დიმიტრი ცქიტიშვილი სტუდენტებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა სტუდენტებს პარლამენტისა და უშუალოდ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის როლი და საქმიანობა გააცნო.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ევროპული სივრცისკენ საქართველოს სწრაფვაზე, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე და გამოწვევებზე, პარლამენტის ფუნქციაზე სახელისუფლებო კონტროლის მექანიზმების კუთხით და პარლამენტის როლზე საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. განიხილეს საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობები და ის პრიორიტეტები, რასაც საქართველოს პარლამენტი და მთავრობა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ახორციელებს.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

სტუდენტებმა შეხვედრაზე, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და ინიციატივები წარადგინეს. 

დიმიტრი ცქიტიშვილი სტუდენტების მოსაზრებებს გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ძალიან ინტერაქტიული შეხვედრა იყო. საინტერესო საუბარი წარიმართა სტუდენტებთან. ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკაზე, მათ აინტერესებთ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობა და ის პრიორიტეტები, რასაც საქართველოს პარლამენტი და საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ვისაუბრეთ პარლამენტის როლზე პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში, თუ რა ფუნქცია აქვს პარლამენტს სახელისუფლებო კონტროლის მექანიზმების კუთხით და როგორ მუშაობს ამ მიმართულებით“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • დიმიტრი ცქიტიშვილი სტუდენტებს შეხვდა, 2019 წლის 25 აპრილი