ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა

17 იანვარი 2020
ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა პარლამენტის მხრიდან საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების, მოკლე ვადაში რატიფიცირებისთვის.

ირაკლი ბერაიამ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება გააცნო.

მან დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მიერ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

გალერეა

  • ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა, 2020 წლის 17 იანვარი
  • ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა, 2020 წლის 17 იანვარი
  • ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა, 2020 წლის 17 იანვარი