ირაკლი ბერაია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

17 იანვარი 2020
ირაკლი ბერაია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია საქართველოში საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა, სადაც საქართველო-საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი განიხილეს მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებები. ირაკლი ბერაიამ ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ბოლო პერიოდში იქ მიმდინარე მოვლენები გააცნო.

ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე.

გალერეა

  • ირაკლი ბერაია საფრანგეთის ელჩს შეხვდა, 2020 წლის 17 იანვარი