ირაკლი ბერაია საქართველოში ჩეხეთის ელჩს შეხვდა

15 იანვარი 2020
ირაკლი ბერაია საქართველოში ჩეხეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები.

ირაკლი ბერაიამ ისაუბრა ევროპული და ევროანლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას.

ირაკლი ბერაიამ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.