ირაკლი ბერაია საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

14 იანვარი 2020
ირაკლი ბერაია საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ქართულ-თურქული ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობაზე.

ირაკლი ბერაია სტუმარს საქართველოს ევროპული და ევროანლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ნატოს მოკავშირეებთან მრავალმხრივ და ორმხრივ თანამშრომლობაზე ესაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გალერეა

  • ირაკლი ბერაია საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა, 2020 წლის 14 იანვარი
  • ირაკლი ბერაია საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა, 2020 წლის 14 იანვარი
  • ირაკლი ბერაია საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა, 2020 წლის 14 იანვარი