სოფიო ქაცარავა გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

08 ნოემბერი 2019
სოფიო ქაცარავა გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ როტგენს და კომიტეტში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელს ნილს შმიდს, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორს იენს პლოტნერს, ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელს დორის ბარნეტს ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს.

შეხვედრების მთავარ თემებს საქართველო - გერმანიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები იყო.

შეხვედრებისას დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრებზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციაზე, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და მისი გადაჭრის მშვიდობიან გზაზე, როგორც ერთადერთ ალტერნატივაზე.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავა გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს