საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი იქნება

29 ნოემბერი 2019
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი იქნება

აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ცოტნე ზურაბიანის კანდიდატურა კოლეგებს, სხდომაზე, კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ წარუდგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კანონმდებლებს რატიფიცირებისთვის რამდენიმე ხელშეკრულება გააცნო.

„2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 5)“ N3 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ ითვალისწინებს პროექტის განხორციელების ფარგლებში წარმოშობილი დანაზოგით (8 მლნ. აშშ. დოლარი) სხვადასხვა ღონისძიებების დაფინასებას, კერძოდ: ქუთაისის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროექტის ფარგლებში საჭირო აპარატურის შეძენას, ხოლო მე-3 პროექტში გათვალისწინებული თელავის წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებისა და ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის კომპონენტის მე-5 პროექტში დამატებას.

„2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 5)“ N3 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ ითვალისწინებს პროექტის განხორციელების ფარგლებში წარმოშობილი დანაზოგით (8 მლნ. აშშ. დოლარი) სხვადასხვა ღონისძიებების დაფინასებას, კერძოდ: ქუთაისის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროექტის ფარგლებში საჭირო აპარატურის შეძენას, ხოლო მე-3 პროექტში გათვალისწინებული თელავის წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებისა და ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის კომპონენტის მე-5 პროექტში დამატებას.

„2016 წლის 15 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 6)“ #2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ ითვალისწინებს პროექტის განხორციელების ფარგლებში წარმოშობილი დანაზოგით (4 მლნ. აშშ. დოლარი) ჭიათურის, ბაკურიანისა და მიტარბის წყალმომარაგებისა და წყალარინების ტექნიკური-ეკონომიკური კვლევებისა და დეტალური დიზაინის დაფინანსებას.

„რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს, წარმოდგენილს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმებას (ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა)“ ხელი მოეწერა 2019 წლის 7 ოქტომბერს. იგი ითვალისწინებს KFW-ს მიერ საქართველოსთვის 60 მლნ. ევროს ოდენობის სესხის 15 წლის ვადით გამოყოფას, (მათ შორის 5 წელი შეღავათიანი). აღნიშნული თანხა მოხმარდება ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების - ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის, კახაბერის, ადლია-აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას; ასევე, წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის რეზერვუარის მშენებლობას და გამწმენდი ნაგებობის გაფართოებას.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული დოკუმენტების რატიფიკაციას მხარი დაუჭირეს.

გალერეა

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი იქნება
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი იქნება