სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა

16 იანვარი 2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიენებულ სხდომაზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ პროცესებზე იმსჯელეს. ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ძალიან წარმატებული და პროდუქტიული თანამშრომლობა. ფაქტობრივად, რეჟიმში 24/7-ზე ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, როგორც ტერიტორიული მთლიანობის კომისიის ასევე, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ფარგლებში, სადაც მუდმივად ვეცნობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მისი განვითარებისთვის. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ფასდაუდებელი როლი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა სხდომის დაწყებისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავაშირებული საპარლამენტო კომიისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, გრძელდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის ქმედებები, როგორებიცაა ამ ტერიტორიების მილიტარიზაცია, სამხედრო წვრთნები, სადაზვერვო სამსახურების საქმიანობა, ასევე, რუსული აქტივობები შავ ზღვაზე, საფრთხის შემცველია არა მარტო საქართველოსთვის არამედ, მთლიანად, რეგიონული სტაბილურობისთვის.

„უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ასევე ემატება მძიმე სოციალური მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილზე არსებული დაძაბულობა, კრიმინოგენული ვითარება, რაზეც თავისთავად, პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ბოლო პერიოდში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოხუმში განვითარებულ პროცესებს, იქ მიმდინარე მოვლენებს. ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი დაცულობა და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ბერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რუსული უკანონო ვოიაჟები სოხუმში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსული ინტერესების გაღრმავებას ემსახურება და სხვას არაფერს. ასევე, გრძელდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოკუპირებულ ახალგორში ბოლო თვეების მანძილზე განვითარებული პროცესები, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც განპირობებული არის გადასასვლელის ჩაკეტვით და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, როგორც სამედიცინო ასევე, სხვა სასიცოცხლო სერვისებზე წვდომის შეუძლებლობით“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მან საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, რომ მათ გამოიყენონ ყველა მექანიზმები, რათა გააძლიერონ და ზეწოლა გაზარდონ რუსეთის ფედერაციაზე, იმისთვის რომ ამ უკანასკნელმა, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ასევე, საერთაშორისო სამართლით ნაკისრი სხვა ვალდებულებები შეასრულოს და უმოკლეს ვადაში მოხსნას ის შეზღუდვები, რომელიც ამძიმებს ადგილზე ჰუმანიტარულ ვითარებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო მტკიცედ ატარებს გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის თანახმადაც, ერთადერთი გზა კონფლიქტის მოსაგვარებლად და კონფლიქტით შექმნილი მძიმე მემკვიდრეობის გადასალახად არის მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო პროცესი და ამ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

ირაკლი ბერაიამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რომელთა მხარდაჭერითაც გუშინ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ქვეშში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გაიხსნა საჯარო სკოლა, რაზეც ამერიკელმა პარტნიორებმა კერძოდ, თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული, კატასტროფების და სამოქალაქო დახმარების ფონდმა, დაახლოებით ორ მილიონ ნახევარ ლარზე მეტი გამოყო.

საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან. მათი შემოთავაზებით და რეკომენდაციით, რასაც სრულიად ვიზიარებთ არის ის, რომ სხდომა დაიხუროს, რადგანაც ინფორმაცია, რომელიც უნდა წარმოადგინონ არის სენსიტიური. რეგლამენტის თანახმად, სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ჩვენ დახურულ რეჟიმში უნდა მივიღოთ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სხდომაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრული ანალიზი წარადგინა.

„ჩვენი მხრიდან გაკეთდა პროცესების სრული ანალიზი. პარლამენტის წევრების მიერ დაისვა ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა, რომელსაც ჩვენი მხრიდან გაეცა ამომწურავი პასუხი. წარიმართა საინტერესო დისკუსია, ვიმსჯელეთ ბევრ საჭირბოროტო საკითხზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის ნებისმიერ დროს მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში და მიმოიხილოს ის პროცესები, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინფორმაციის წარდგენამდე, სხდომაზე „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის N236-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ცოტნე ზურაბიანმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში იქნება ნინო წილოსანი, ხოლო სათადარიგო შემადგენლობაში დავით სონღულაშვილი. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში იქნება ეკა ბესელია, ხოლო ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის (APF) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში - დიმიტრი ცქიტიშვილი.

გალერეა

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა., 2020 წლის 16 იანვარი