სოფიო ქაცარავა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

20 აპრილი 2017
სოფიო ქაცარავა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა, USAID-ის პროექტ „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებს პარლამენტისა და უშუალოდ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის როლი და საქმიანობა გააცნო. სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპული სივრცისკენ საქართველოს სწრაფვაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა.

ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და იმ სიკეთეებზე, რომელიც საქართველომ ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის შედეგად უნდა მიიღოს.

შეხვედრაზე ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და ჯერ კიდევ მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით მიმდინარე პროცესებზე. „საქართველო მომავალშიც განაგრძობს დემოკრატიის ხარისხის განმტკიცებას, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებას უზრუნველყოფს. ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარმოჩნდეს როგორც სტაბილური და უსაფრთხო ქვეყანა და რეგიონის ლიდერი დემოკრატიული განვითარებისა და წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ. მან მადლობა გადაუხადა სტუდენტებს ინტერესისთვის და დისკუსიაში აქტიური ჩართულობისთვის.

აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიას მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი და სოფიო ქაცარავა წარმართავდნენ.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, 2017 წლის 20 აპრილი