სოფიო ქაცარავა არმენ აშოტიანს შეხვდა

12 თებერვალი 2018
სოფიო ქაცარავა არმენ აშოტიანს შეხვდა

სოფიო ქაცარავა სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს არმენ აშოტიანს და პარლამენტის წევრებს შეხვდა, რომლებიც თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომების ფარგლებში იმყოფებიან.

მხარეებმა, სამეზობლო პოლიტიკის გაძლიერებასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა საპარლამენტო ასამბლეების ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებსა და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას.

მხარეები მომავალი თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც სამეზობლო პოლიტიკის და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილება და დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება მოხდება.

„საინტერესო შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, სადაც განვიხილეთ რიგი საკითხებისა, მათ შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. ჩვენ მზად ვართ პარტნიორებს რეფორმების მიმართულებით გამოცდილება გავუზიაროთ. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილე საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ, რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავა არმენ აშოტიანს შეხვდა, 2018 წლის 12 თებერვალი
  • სოფიო ქაცარავა არმენ აშოტიანს შეხვდა, 2018 წლის 12 თებერვალი