სოფიო ქაცარავა ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ ეკატერინა ზაჰარიევას შეხვდა

11 ივლისი 2019
სოფიო ქაცარავა ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ ეკატერინა ზაჰარიევას შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

სოფიო ქაცარავა, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს სამართლებრივი რეფორმების საკითხებში ეკატერინა ზაჰარიევას შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, მისი მნიშვნელობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები.

ეკატერინე ზაჰარიევას განცხადებით საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს საქართველო-ბულგარეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკატერინე ზაჰარიევას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავა ბულგარეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ ეკატერინა ზაჰარიევას შეხვდა,  2019 წლის 11 ივლისი