სოფიო ქაცარავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრი გახდა

08 ივლისი 2017
სოფიო ქაცარავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრი გახდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხების კომიტეტის მომხსნებლად აირჩიეს, რომლის უფლებამოსილების ფარგლებშიც სოფიო ქაცარავა, მისი მანდატის ფარგლებში, მოხსენებებს მოამზადებს და ასამბლეას წარუდგენს.

ამ პოზიციის შესაბამისად, სოფიო ქაცარავა, ასამბლეის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვება ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობაში.

საპარლამენტო ასამბლეის ბიუროში ასამბლეის პრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტები და კომიტეტების თანამდებობის პირები შედიან.

სოფიო ქაცარავა: ”ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციაზე არჩევა და მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში მექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანო ასამბლეის საქმიანობაში და ეუთო-ში სხვადასხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებთან ერთად კოლეგებს გავუზიარო საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმები, წარმოვაჩინო საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალი, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და როგორც კონტრიბუტორი ქვეყნის როლი საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში”.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრი გახდა, 2017 წლის 8 ივლისი