სოფიო ქაცარავა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

03 სექტემბერი 2019
სოფიო ქაცარავა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სანდრა ხოველ პოლანკოსთან, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გვატემალას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში შემავალი ყველა ძირითადი საკითხი განიხილეს.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე.

შეხვედრისას ხაზი გაესვა გვატემალის რესპუბლიკის მხარდაჭერას იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციაზე, რომლის წარდგენაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად ხდება. როგორც აღინიშნა, გვატემალა რეზოლუციის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

სანდრა ხოველ პოლანკომ სოფიო ქაცარავას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. საქართველოს და გვატემალას გააჩნია ურთიერთობების გაღრმავების დიდი შესაძლებლობა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრის დასასრულს სანდრა ხოველ პოლანკომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გვატემალაში მიიწვია.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, 2019 წლის 3 სექტემბერი