სოფიო ქაცარავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

22 მაისი 2019
 სოფიო ქაცარავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, სადაც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათი განხორციელების პროცესზე, ასევე, მისწრაფებებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა, რომლის მიუხედავად ქვეყანა მყარ დასავლურ კურსს ინარჩუნებს და დემოკრატიის კონსოლიდაციას ახდენს. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს მომავალ წევრობასა და ამ გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებაზე. 

ასევე, ისაუბრა, იმ უმთავრეს მიზნებზე, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ეკონომიკურ მდგრადობას და უსაფრთხოებას გულისხმობს.

სოფიო ქაცარავამ სტუდენტებთან შეხვედრისას, ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და ჯერ კიდევ მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით მიმდინარე პროცესებზე. 

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და იმ სიკეთეებზე, რომელიც საქართველომ ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის შედეგად უნდა მიიღოს. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას, ევროკავშირსა და ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის დინამიკა აღნიშნა და ეკონომიკური გაძლიერების ასპექტებზეც ისაუბრა. 
კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებს პარლამენტისა და უშუალოდ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის როლი და საქმიანობა გააცნო. 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების მიერ დასმული კითხვები საქართველოს საგარეო პოლიტიკას, შიდა რეფორმებს, ოკუპირებულ ტერიტორიებს და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა.

ტრადიციულად შევხვდი სტუდენტებს, რომლებთან ერთად მსჯელობაც საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ყოველთვის მახარებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

გალერეა

  •  სოფიო ქაცარავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, 2019 წლის 22 მაისი
  •  სოფიო ქაცარავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, 2019 წლის 22 მაისი