სოფიო ქაცარავა UNDP-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს მუნხტუია ალტანგერელს შეხვდა

13 სექტემბერი 2018
სოფიო ქაცარავა UNDP-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს მუნხტუია ალტანგერელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, UNDP-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან მუნხტუია ალტანგერელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

სოფიო ქაცარავამ მიმოიხილა დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხები UNDP-ს ჩართულობით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ერთობლივი პროექტები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვაფასებთ მათ ჩართულობას მიმდინარე პროცესებში. მადლობელი ვარ UNDP-ს მხარდაჭერის, რაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის ხელშეწყობაში გამოიხატა, რაც უფრო მეტად თანმიმდევრულს და სისტემურს ხდის ჩვენს საქმიანობას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავა UNDP-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს მუნხტუია ალტანგერელს შეხვდა, 2018 წლის 13 სექტემბერი