empty

17 თებერვალი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

2017 წლის 17 თებერვალი, 15:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8;
კომიტეტის სათათბირო ოთახი (N221)

დღის წესრიგი (პროექტი)


1. საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენით განხილვა (N07-3/13;24.01.2017); მომხსენებელი: ეკა ბესელია

2. საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციების - „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენით განხილვა (N07-3/14; 25.01.2017); მომხსენებელი: სერგო რატიანი

3. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა;
მომხსენებელი: გიორგი კახიანი

4. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა
მომხსენებელი: გიორგი კახიანი

5. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა;
მომხსენებელი: გიორგი კახიანი

6. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (დავით ჯანდიერის, ირაკლი მოდებაძის, ქრისტინე ჩაფიძის, დიმიტრი ბლუაშვილის და სესილი ბარბაქაძის შემადგენლობით) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმების საკითხის განხილვა
მომხსენებელი: გიორგი კახიანი

7. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დიციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (დავით ჯანდიერის, ირაკლი მოდებაძის, ქრისტინე ჩაფიძის, დიმიტრი ბლუაშვილის და სესილი ბარბაქაძის შემადგენლობით) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმების საკითხის განხილვა
მომხსენებელი: გიორგი კახიანი

8. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ (N1433-26.01.2017) განხილვა
მომხსენებელი: გიორგი კახიანი

მიმაგრებული დოკუმენტები