empty

9 ნოემბერი


საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

2018 წლის 9 ნოემბერი, 12:00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8;
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

დღის წესრიგი (პროექტი)

1. საქართველოს პარლამენტის წევრების, გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (07-3/200; 21.06.2018) III მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კახიანი;

2. საქართველოს პარლამენტის წევრების, გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/217; 30.08.2018) საქართველოს კანონის პროექტების III მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კახიანი;

3. არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით შექმნილი მოქალაქეთა (ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი ჯანმდელიანი, ნიკოლოზ მჟავანაძე, როინ მიგრიაული, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, ირაკლი აბაშიძე, ნიკოლოზ დარსაველიძე, ზურა მანჯავიძე, შოთა გლურჯიძე, დავით ნოზაძე, ზაზა სიამაშვილი, მამუკა კვარაცხელია, მარინა კაჭარავა, ნანა ხურითი, მიხეილ ონიანი, გიორგი ჯანაძე, დავით ლილუაშვილი, იოსებ ბაჩიაშვილი, ალექსანდრე კეზევაძე, ზაზა დავითაია) საინიციატივო ჯგუფის (16109; 24.10.2018) მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების გადამოწმების შედეგების განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კახიანი.