პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის და პეტიციის წარდგენის ელექტრონული გვერდის პრეზენტაცია გაიმართა

15 ოქტომბერი 2019
პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის და პეტიციის წარდგენის ელექტრონული გვერდის პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტი აგრძელებს ათ მთავარ გამოწვევაზე მუშაობას და საზოგადოებას იმ შედეგებს და ღონისძიებებს აცნობს, რომელსაც საშემოდგომო სესიის განმავლობაში ამ გამოწვევების საპასუხოდ ახორციელებს.

საშემოდგომო სესიის დასაწყისში, ჩვენს თანამოქალაქეებს წარვუდგინეთ საქართველოს პარლამენტის ათი მთავარი საკითხი და გამოწვევა საშემოდგომო სესიის ფარგლებში. ინიციატივა, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, ეხება უკლებლივ ყველა ამ მნიშვნელოვან მიმართულებას, ვინაიდან ამ პლატფორმით, მოქალაქეთა ჩართულობა და მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობის პროცესში, როგორც კანონშემოქმედებითი მიმართულებით, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილში, კიდევ უფრო მარტივი და ადვილად შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამომრჩეველთა საკანონმდებლო ინიციატივებზე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების, პეტიციის წარდგენისა და მხარდაჭერის ელექტრონული გვერდის პრეზენტაციაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაანონსებული პარლამენტის 10 გამოწვევის ფარგლებში ერთ-ერთის, საკანონმდებლო ინიციატივის და პეტიციის წარდგენის ელექტრონული გვერდის პრეზენტაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა წარადგინა. 

ჩვენ პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლე დავნერგეთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ სახალხო ინიციატივის უფლებას და მექანიზმს ვეძახით. ინიციატივა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეტად იყოს განხორციელებული და განმტკიცებული დემოკრატიის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორიც არის სახალხო ინიციატივის უფლება. რათა მეტად იყოს უზრუნველყოფილი მოსახლეობის და საზოგადოების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მან ინიციატივის განხორციელების პროცესზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა და კოლეგებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს პლატფორმის არსი გააცნო.

გიორგი კახიანმა იდეის განსახორციელებლად გავლილ ეტაპებზე ისაუბრა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც პარლამენტის რეგლამენტში აისახა და შემდეგ ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა. მისი თქმით, დღეს უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომ ის საჯარო გახდეს და მოქალაქეებმა ამით ისარგებლონ. 

მან პრეზენტაციაზე დეტალურად ისაუბრა ელექტრონული პლატფორმის გამოყენების შესახებ. როგორ მოხდება არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივის, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივისა და პეტიციის შევსება, ხელმოწერების შეგროვება და პარლამენტში წარდგენა. 

გიორგი კახიანის თქმით, საკანონმდებლო პროცესი უკავშირდებოდა ღია პარლამენტის იდეას, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტში არაერთი სამოქმედო გეგმა განხორციელდა. 

პროექტი განხორციელდა ღია პარლამენტის პროგრამის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თანადგომით. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გალერეა

  • პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის და პეტიციის წარდგენის ელექტრონული გვერდის პრეზენტაცია გაიმართა, 2019 წლის 15 ოქტომბერი