საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

09 იანვარი 2018
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები განსაზღვრა.

კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, კომიტეტებში კვოტების ახალი გადანაწილება ორი ახალი ფრაქციის შექმნამ განაპირობა. მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში შექმნილი ფრაქციებისთვის კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდება - ფრაქცია „ქართული ოცნებას“ ყველა კომიტეტში მოაკლდება ორი კვოტა და ახლად შექმნილ ფრაქციებს თითო-თითო კვოტით გადაუნაწილდებათ.

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები უნდა განსაზღვროს. კომიტეტის გადაწყვეტილება გადაეგზავნება პარლამენტის ბიუროს და ამის შემდეგ, უკვე ახალ ფრაქციებს კომიტეტებში თავიანთი კანდიდატების წარდგენის საშუალება მიეცემათ“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 9 იანვარი