საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრების: ირმა ინაშვილისათვის, გიორგი ლომიასთვის და გოჩა თევდორაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.
პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად კომიტეტის აპარატმა სათანადო პროცედურები ჩაატარა და დაადგინა, რომ შემოსული განცხადებები შეესაბამება აღნიშნული პირების ნებას და თითოეულმა მათგანმა აღნიშნულთან დაკავშირებით თანხმობა დაადასტურა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამივე დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. კომიტეტი მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიუროს გადასცემს, რის შემდეგადაც საკითხი უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა, როგორც ამას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს და აღნიშნულ პირებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდებათ.