საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

16 სექტემბერი 2019
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა კოლეგებს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მომხსენებლის თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება აუცილებელია საჯარო სამსახურის სისტემის გამართული და ეფექტური ფუნქციონირებისათვის.

კანონპროექტის შესაბამისად დაზუსტდება სახელმწიფო მოსამსახურის ცნება და აღმოიფხვრება კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ბუნდოვანება კონკრეტული დასაქმებული პირების სტატუსთან დაკავშირებით.

კანონპროექტის მიზანია შეამციროს კონკურსის ჩატარების მინიმალური ვადები და საჯარო დაწესებულებას მისცეს საშუალება, რომ მინიმალური ვადების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, თვითონ განსაზღვროს შესაბამისი ვადები.

მაგალითად, არსებული რეგულაციებით, კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენის ვადა შეადგენს არანაკლებ 10 კალენდარულ დღეს, ხოლო საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის ვადა არანაკლებ 14 კალენდარულ დღეს.

არსებული ცვლილებით აღნიშნული ვადები შემცირებულია 10 დღიდან 5 დღემდე და 14 დღიდან 5 დღემდე.

წარმოდგენილი ცვლილებით ინერგება კარიერული განვითარების ახალი მექანიზმი შიდა კონკურსის სახით, რაც დაწესებულებას შესაძლებლობას აძლევს კარიერული განვითარების პროცესი წარმართოს იმავე დაწესებულების ფარგლებში.

ასევე, ახალი ნორმით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის ნებისმიერი დადასტურება, უნდა ქმნიდეს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, რაც ასახულია წარმოდგენილ პროექტში.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა, 2019 წლის 16 სექტემბერი