საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი მესამე მოსმენით განიხილა

06 დეკემბერი 2018
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი მესამე მოსმენით განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი“ თანდართულ კანონპროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა წარმოადგინა. 

თამარ ჩუგოშვილმა კომიტეტის წევრებს რეგლამენტის პროექტში შეტანილი რედაქციული ხასიათის ცვლილებები გააცნო.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტში მოცემულია პარლამენტის რეგლამენტის ზოგადი დებულებები, პარლამენტის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და მის მოადგილეების უფლებამოსილებების მარეგულირებელი ნორმები.

პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმებს.

რეგლამენტის პროექტი აგრეთვე აწესრიგებს პარლამენტის სათათბირო ორგანოების, პარლამენტის სესიის და სხდომის, საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

გარდა ამისა რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულია პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის მონაწილეობასთან სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში, დარეგულირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირების და გაუქმების პროცედურები.

რეგლამენტის პროექტი აგრეთვე მოიცავს ნორმებს, რომლებიც უკავშირდება საპარლამენტო ზედამხედველობას, კონტროლსა და ანგარიშვალდებულებას.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ახალი რეგლამენტის პროექტის და მისი თანმდევი 32 კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი მესამე მოსმენით განიხილა, 2018 წლის 6 დეკემბერი