საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განიხილა

04 დეკემბერი 2018
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განიხილა

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი“  განიხილეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში დღეს გამართულ სხდომაზე.

დოკუმენტი მეორე მოსმენით განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა წარმოადგინა, რომელმაც დატალურად იმსჯელა თითოეულ მუხლში განხორციელებული ცვლილების შესახებ. მისი თქმით, კონსტიტუციასთან ერთად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, რომელიც არეგულირებს პარლამენტის საქმიანობას და მის უფლებამოსილებას.

„ამ დოკუმენტმა მიღების შემდეგ თვისობრივად უნდა შეცვალოს პარლამენტის საქმიანობა. მასში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აძლიერებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მთავრობაზე, სხვა ანგარიშვალდებულ ორგანოებზე პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეგლამენტის მეშვეობით, მომავალი ორი წლის განმავლობაში პარლამენტი იქნება საზოგადოებისთვის კიდევ უფრო საინტერესო, ვიდრე აქამდე იყო და საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად ექნება შესაძლებლობა, რომ პასუხები მოისმინოს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მას აინტერესებს და უფრო ნათლად და მკაფიოდ დაინახოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ყველა ორგანოს საქმიანობა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, ახალი რეგლამენტის სტრუქტურა გამარტივებულია და მოიცავს მხოლოდ XX თავს, კარებად დაყოფის გარეშე. თავები ლოგიკური თანმიმდევრობითაა დალაგებული და მისი შექმნისას გათვალისწინებული იქნა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პარლამენტის მარეგულირებლი ნორმების და შესაბამისად, სუბიექტების თუ თანამდებობის პირების თანმიმდევრობა.

რეგლამენტის ახალი რედაქციით, პარლამენტის ადგილმდებარეობისა და საქმიანობის ადგილად განსაზღვრულია საქართველოს დედაქალაქი, თბილისი. პარლამენტის სხდომის გამართვა სხვა ადგილას შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო პარლამენტის სასახლე ვერ შეძლებს ფუნქციონირებას.

დოკუმენტი იწყება ზოგადი დებულებებით, რასაც თან მოსდევს პარლამენტის წევრისა და პარლამენტის ორგანიზაციულ-სტრუქტურული საკითხები, პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა განსაკუთრებულ საქმიანობისთან დაკავშირებული საკითხები, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული დაწესებულებების მარეგულირებელი ნორმები, რეგლამენტის დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხები, გარდამავალი და დასკვნითი დებულებები. ახალ რედაქციაში განხორციელდა მთელი რიგი ტერმინოლოგიური ცვლილება.

სხდომაზე ასევე დეტალურად იმსჯელეს რეგლამენტის თანდართული 33 კანონპროექტის თაობაზე.

განხილვაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპეტრები.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, განხილვის პროცესში გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების შესახებ დამატებით იმუშავებენ პროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გატანამდე.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განიხილა, 2018 წლის 4 დეკემბერი