მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

10 აპრილი 2019
მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პატრიკ ფრანცენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-შვეიცარიას შორის არსებული საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და შვეიცარიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მიმოიხილეს.

აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების, ეკონომიკის და განათლების კუთხით, შვეიცარიის მხარის მიერ რამდენიმე პროექტი დაფინანსდა, რომლებიც წარმატებით ხორციელდება.

შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიელ დიპლომატს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართ შვეიცარიის მხარესთან ურთიერთთანამშრომლობის ინიციატივა გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი როგორც ფეხბურთელის მოღვაწეობის გარკვეული წლები შვეიცარიას უკავშირდება და სპორტის განვითარების კუთხით, აღნიშნული ქვეყნის მოდელი მისთვის კარგად არის ცნობილი.

შესაბამისად, შვეიცარიელი სპეციალისტების მიერ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების და მწვრთნელების გადამზადების პროგრამა, ქართული სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

პატრიკ ფრანცენი კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას მიესალმა და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა სპორტული ტურიზმის განვითარების მიმართულებებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ამ კუთხით შვეიცარიას მდიდარი გამოცდილება გააჩნია და მისი ქართულ პოტენციალზე მორგება ამ მიმართულებას მნიშვნელოვნად განავითარებს.

მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიის ელჩთან ახალგაზრდობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომებზე ისაუბრა და დიპლომატს ხელისუფლების მიერ ახალგაზრდობის საქმეების მიმართ არსებული ინიციატივები გააცნო.

აღინიშნა, რომ ახალგაზრდების პროფესიული განათლების და შემდგომ მათი დასაქმების მიზნით არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება და ამ კუთხით შვეიცარიის მხარის გამოცდილების გაცნობა და გაზიარება საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო კომუნიკაციასა და თანამშრომლობის გაგრძელების საკითხებზე შეთანხმდნენ.

გალერეა

  • მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2019 წლის 10 აპრილი