სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

07 ნოემბერი 2019
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის წევრები „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების შეფასების ანგარიშს გაეცნენ, რომელიც ექსპერტმა, ნინა გოგოლაძემ წარმოადგინა.

სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული მიმართულებები და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება კომიტეტის ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტია.

მისივე განცხადებით, დარგის აქტუალობიდან გამომდინარე, კომიტეტმა სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც ახალგაზრდულ პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს და რომელშიც კომიტეტის წევრების გარდა, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები შედიან.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფს პარლამენტის წევრი, ირინე ფრუიძე ხელმძღვანელობს, რომელიც კომიტეტში ამ მიმართულებებს კურირებს და მისი კომიტეტის წევრად გახდომა პირდაპირ აღნიშნულ თემას უკავშირდება.

სხდომაზე მომხსენებელმა პრეზენტაციის ფორმით, კომიტეტის წევრებს სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასებითი ანგარიში წარადგინა და ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

ნინა გოგოლაძემ სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების მექანიზმებზე, არსებულ გამოწვევებზე, გეგმის სტატუსის შეფასებასა და შედეგების ანალიზზე ვრცელი  მოხსენება წარმოადგინა და კონკრეტული უწყებების მიმართ მომზადებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.

კომიტეტის წევრებმა საინტერესო მოხსენების და დეტალური ინფორმაციის წარდგენისთვის მომხსენებელს მადლობა გადაუხადეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეფასებით ანგარიშში მოყვანილ რეკომენდაციებს კომიტეტი საკუთარ მოსაზრებებს დაამატებს, რომლებიც კონკრეტულ ადრესატებს და უწყებებს დაეგზავნებათ.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, კომიტეტი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის მიხედვით შემუშავებული ღონისძიებების შესრულების პროცესს დააკვირდება.

გალერეა

  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 7 ნოემბერი