სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში სპორტის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13 აპრილი 2018
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში სპორტის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს სპორტის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოწვეული ესპანელი ექსპერტი ხესუს ვასკესი, კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ვასილ ლიპარტელიანი, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთ კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავს საქართველოს სპორტის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს.

„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ სპორტის სახელმწიფო დოკუმენტი უნდა შემუშავდეს უმაღლესი სტანდარტებით, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველო გახდეს დღევანდელზე ბევრად უფრო წარმატებული როგორც სპორტული მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით. შევთანხმდით, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გაგრძელდება და ერთობლივი ძალებით შევძლებთ შევიმუშაოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც დადებითად უპასუხებს იმ სპორტულ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში გვაქვს“, -  განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გალერეა

  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში სპორტის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, 2018 წლის 13 აპრილი