სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

24 მაისი 2019

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე, მოწვეული ექსპერტები.

შეხვედრაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა ირინე ფრუიძემ სამუშაო ჯგუფის მიზნებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში ახალგაზრდობის გაძლიერებას გულისხმობს.

სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის ამოცანებია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

  • „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის (2015-2020 წწ)“ შესრულების შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
  • ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ჩართული სახელისუფლებლო, არასამთავრობო და სხვა სუბიექტებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების და სტრუქტურული დიალოგისთვის რეკომენდაციების მომზადება;
  • „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის“ დოკუმენტის განახლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება;
  • ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, პარლამენტის კონცეფციის პროექტის მომზადება;
  • სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის და მათთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სამოქალაქო საზოგადოებასა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, მუშაობა დაიწყო სახელმწიფო ახალგაზრდულ პოლიტიკაზე. დასაწყისისთვის ჩვენ შევაფასებთ იმ პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც ქვეყანაში 2014 წელს შემუშავდა და შემდეგ უკვე, ვგეგმავთ რომ ერთობლივად შევიმუშაოთ სახელმწიფო ახალგაზრდული კონცეფცია, რომელსაც საბოლოოდ, პარლამენტი დაამტკიცებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ პარლამენტი აქტიურად ჩაერთო ამ ძალიან ღია პროცესში“, - აღნიშნა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირინე ფრუიძემ.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, გაერო-ს სააგენტო გეგმავს როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო დონეზე ექსპერტის მოწვევას, რომელიც შეაფასებს თუ რა გაკეთდა და რა შეიძლება გაკეთდეს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით.

ეს ფორმატი მოგვცემს საშუალებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჰქონდეს სახელმწიფოს მკაფიოდ განსაზღვრული თუ რა სურს ახალგაზრდობის მიმართულებით. მე მჯერა, რომ ამ ჯგუფის მუშაობა ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს, რადგან ახალგაზრდობის მიმართულებით არსებობს ბევრი გამოწვევა. ჩვენ გვჭირდება სწრაფი ნაბიჯების დინამიური, მიზანდასახული და თანმიმდევრული გადადგმა, რათა ეს გამოწვევები იყოს რაც შეიძლება მალე აღმოფხვრილი“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

გალერეა

  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა , 2019 წლის 24 მაისი