empty

22 ოქტომბერი


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

2019 წლის 22 ოქტომბერი, 16:00 საათი
პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N532
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/367; 14.06.2019) (სავალდებულო დასკვნა);
მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე დარახველიძე;

2. საქართველოს პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/292; 27.02.2019) I მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი;

3. საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/356; 29.05.2019) I მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი;

4. ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-18320/19; 02.10.2019).