ირაკლი სესიაშვილი ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა

13 იანვარი 2020
ირაკლი სესიაშვილი ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა

ქვეყნის თავადაცვის პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებთან და ოფიცერთა კორპუსის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, თადაცვისა და უშიშროების კომიტეტს ტრადიციად აქვს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებთან შეხვედრა, სადაც მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობენ.

ირაკლი სესიაშვილმა სტუმრებს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესები გააცნო, ისაუბრა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციაზე. მან ყურადღება გაამახვილა ნდობის ჯგუფის, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის ძლიერი ორგანოს საქმიანობასა და უფლებამოსილებაზე.

„ჩვენი ჯარი არის დეპოლიტიზებული, ამიტომ დღეს მე პოლიტიკურ საკითხებზე არ ვისაუბრებ, საერთო ეროვნულ ინტერესებზე ვისაუბროთ და შევთავაზოთ ერთმანეთს უკეთესი იდეები ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით“, - მიმართა ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის აკადემიის მსმენელებს და ოფიცრებს.

ირაკლი სესიაშვილმა სტუმართა შეკითხვებს უპასუხა.

გალერეა

  • ირაკლი სესიაშვილი ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა, 2019 წლის 13 იანვარი