ირაკლი სესიაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როს“-ის სემინარში მონაწილეობს

12 აპრილი 2019
ირაკლი სესიაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როს“-ის სემინარში მონაწილეობს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, 12-14 აპრილს, თურქეთის დედაქალაქში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როს“-ის რიგით 99-ე სემინარში მონაწილეობს.

საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებაზე, რომელშიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების წევრები და მოწვეული ექსპერტები მონაწილეობენ, მთავარ განსახილველ თემებს რუსეთის და ჩინეთის როლი ახლო აღმოსავლეთში, რეგიონში მიგრაციის გამოწვევები, ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი და არსებული ვითარება სირიაში და ერაყში წარმოადგენს.